ჩვენს გუნდს აქვს შესწავლილი ჩინეთის ბაზარი და აქტიურად ვმოღვაწეობთ ამ სფეროში. ორიენტირებულები ვართ თანამედროვე და ციფრულ მარკეტინგზე. თანამედროვე და ციფრული ტექნოლოგიები უსაზღვრო შესაძლებლობებს გვაძლევს, ჩვენ კი მათ აქტიურად ვნერგავთ.

მსოფლიო მასშტაბით რეგულარული ბიზნესი ყოველდღიურად კვდება. კომპანიები აწყდებიან პრობლემებს, ძველმოდური მეთოდებით ცდილობენ მდგომარეობიდან გამოსვლას და ექცევიან ჩიხში.

ძველ მოდელებზე აგებული ბიზნესის ძირითადი პრობლემები:

  • მარკეტინგის ბიუჯეტის არაეფექტური ხარჯვა
  • ახალი თაობის მომხმარებლების კარგვა
  • ვებ-საიტის არაეფექტურად მართვა
  • სოციალური მედიის არაეფექტურად გამოყენება
  • ტენდენციისადმი, ცვლილებებისადმი არაეფექტური ადაპტაცია
  • გაუგებარი ფოკუსი მომხმარებელზე